ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსში განხორციელუბულ ცვლილებებზე და ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. მართალია პარლამენტმა, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ძალაში დატოვა მაგრამ, ქუთათელაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტმა არასამთავრობოთა ზეწოლის შედეგად დაიხია უკან.
`ჩემთვის გაუგებარია რატომ მოსდით ჩვენს კანონმდებლებს ასეთი რამეები თავში. ვერავინ ვერ იტყვის, რომ კანონმდებლობა ისეა გამართული, რომ ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს, ყველამ ვიცით, რომ ამ მხრივ ბევრი ხარვეზია. თუ ხელისუფლება იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ გამართოს სახელმწიფო კანონის მხრივ, მაშინ პირველ რიგში უნდა იფიქროს, რამდენად დემოკრატიულია ესა თუ ის ცვლილება რასაც საზოგადოებას სთავაზობს. რაც შეეხება იმ სახით კანონის მიღებას, ეს დადგენილების გაუქმება არა თუ ნაჩქარევი არამედ საერთოდ არ იყო არაფრის მომცემი ადამიანის უფლების დაცვის კუთხით. ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ თუ შეილახებოდა ადამიანის უფლებები და სხვა არაფერი. ამით, კიდევ ერთი ბერკეტი მიეცემოდა სამართალდამცავებს უკანონო ქმედებებისთვის~.