ფონდი "ქართუს" მიერ თბილისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის აშენებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ეხმაურება. ნარმანიას თქმით, არის რამდენიმე ტერიტორია, რომელსაც ფონდ "ქართუს" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის კონცეფციის წარმოდგენის შემდეგ შესთავაზებენ.
"არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ მას შემდეგ, რაც იქნება პროექტის კონცეფცია წარმოდგენილი. პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაძლებელია ტერიტორიის შეთავაზება. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და შესაბამისად, რამხელა ტერიტორია დასჭირდებათ მათ. ამიტომ კონსულტაციებს გავაგრძელებთ მომავალშიც, როდესაც პროექტი იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა ნარმანიამ