ივერიონი / დავით სერგეენკო: ჩვენი დევიზია - დავეხმაროთ ერთმანეთს "C ჰეპატიტის" დამარცხებაში!

დავით სერგეენკო: ჩვენი დევიზია - დავეხმაროთ ერთმანეთს "C ჰეპატიტის" დამარცხებაში!

2015 წლის მთავარ პროექტად  საქარტველოს მთავრობა "C ჰეპატიტის" მართვის ილიმანაციის პროექტს ასახელებს. აღნიშნულზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

 სერგეენკოს თქმით, პროექტის განხორციელება თებერვლის ბოლოდან დაიწყება.


"ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები ამერიკულ კომპანიებთან უკვე განაწილებულია. მათ თავის მხრიდან მზადყოფნა აქვთ. პროექტის მონაწილე იქნება სამი მხარე, ამერიკული კომპანია, ამერიკის დაავადების კონტროლის მართვის ცენტრი და საქართველოს მთავრობა. როგორც კი წარვადგენთ მზადყოფნის გეგმას და ეს მოხდება თვის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში, ხელი მოეწერება შესაბამის შეთანხებას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელების პირველი ნაბიჯები.

ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად მთავრობის მოვალეობა ხდება, რომ მთლიანად აქტიურად იზრუნოს ახალი შემთხვევების აღმოცენების მინიმუმადე დაყვანისთვის ანუ პრევენციისთვის. პრევენცია გამოიხატება არა მკაცრ და ზედმეტად ხისტ კონტროლში, მაგრამ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილში, სადაც კი თეორიული შანსი არსებობს "C ჰეპატიტის" აღმოცენების. პრევენცია მოხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, სტომატოლოგიურ კაბინეტებში, ტატუსა და კოსმეტიკურ სალონებში. ამ დაწესებულებებში აქტიური მუშაობა დაიწყება, რომ მოხდეს პრევენცია. თუ არ იქნება პრევეცია ადეკვატური არ იქნება პროექტი. ეს არის ცალსახა მოთხოვნა ჩვენი პარტნიორების, რადგან სხვა ქვეყნებში პროექტი განხორციელდა პრევენციის გათვალისწინების გარეშე და მან შედეგი არ მოიტანა", - განაცხადა სერგეენკომ.

როგორც საქარტველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ამ პროექტს პრემიერ-მინისტრი პირადად კურირებს.


"საზოგადოების წევრები, რომლებიც ამ ადგილებში მიდიან, უნდა იცოდნენ რას ნიშნავს პრევენცია, რა უნდა გაითვალისწინონ და ასევე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მათი მოსაზრებების დაფიქისრება. მე მქონდა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეხვედრა და მივეცი მათ დავალება, რის შემდეგაც შევიმუშავეთ გეგმა საინფორმაციო კამპანიის. ამ გეგმას ექნება კასკადური ხასიათი, იქნება სამი ძირითადი გზავნილი: პრევენცია აუციელებელი კომპონენტია, ყველას ვისაც ჭირდება მკურნალობა მიიღებს ამ მკურნალობას და ხარისხი მკურნალობის და დიაგნოსტიკის იქნება მაქსიმალური დონის. ასეთი პროექტი აქამდე მსოფლიოში არ განხორციელებულა, მთლიანი მოცემულობით დევიზი არის დავეხმაროთ ერთმანეთს "C ჰეპატიტის" დამარცხებაში", - განაცხადა სერგეენკომ.

14-01-2015, 15:07
უკან დაბრუნება