ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი და ფონდი "ქართუს" მიერ დაგეგმილი ტექნიკური უნივერისტეტის პროექტი აბსოლუტურად სხვადასხვა პროექტებია. დანცხადება ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრამ, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
კვირიკაშვილის თქმით, პროექტს, რომლის განხორციელებასაც "ქართუ" აპირებს, ეს იქნება საუნივერისტეტო კარპუსი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანით საქართველოში.
"ეს სულ სხვა პროექტია და ამ ორ პროექტს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერისტეტისთვის განკუთვნილი შენობის აუქციონეზე გატანას, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ობიქტი იყიდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც ძალიან ბევრი უძრავი ქონება.
"ამერიკული მხრიდან დაწუნებული იქნა ეს პროექტი იმ უნივერისტეტისთვის, რომელზეც იყო საუბრი. ამაზე განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. არსებობს შესაბამისი დოკუმენტი, წერილი, რომელიც ამერიკულმა მხარემ გამოუგზავნა 2011 წელს პრემიერ-მინისტრს. ამიტომ, მე მგონია, რომ სპეკულაციები აბსოლუტურად უადგილოა. ეს ქონება ჩვეულებრივად მოექცა საპრივატიზაციო ქინების ნუსხაში. ჩვეულებრივი პროცედურაა, როგორც ხდება ხოლმე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასების შედეგად და მოკვლეული წინასწარი ინტერესის შედეგად ხდება წინასწარი ფასის დადგენა და გადის აუქციონზე, სადაც თუ ეს შენობა უფრო მეტი ღირს, რა თქმა უნდა, ინვესტორები გააკეთებენ უფრო მაღალ შენატანს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.