" მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად, საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმაზე, რომ უპირატესობა ჰქონდეთ ფეხით მოსიარულე ადამიანებს იმ ადგილას, სადაც არის ოფიციალურად გათვალისწინებული გადასასვლელი",-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ტროტუარზე ძალიან ხშირია უკანონოდ პარკირებული ავტომანქანები ერთი მხრივ. მეორე მხრივ, თავის დროზე, ჩვენი წინამორბედების მიერ დაახლოებით 2 000-მდე ადგილი არის გაცემული ტროტუარებზე, სადაც დახაზულია და ოფიციალურად ნებადართულია პარკირება.
ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელზე უპირატესობა ენიჭება ფეხით მოსიარულეს. ჩვენთან, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ უპირატესობით ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ ავტომობილები.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად, საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმაზე, რომ უპირატესობა ჰქონდეთ ფეხით მოსიარულე ადამიანებს იმ ადგილას, სადაც არის ოფიციალურად გათვალისწინებული გადასასვლელი, მაგრამ მეორე მხრივ, ისეთ ადგილებზე, სადაც უკანონოდ ხდება გზის გადაკვეთა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, რომ ამ ადგილების ნაცვლად ისარგებლონ ოფიციალურად განკუთვნილი ადგილებით. ოფიციალურად განკუთვნილ ადგილებზე იყოს მათი გადაადგილება უპირატესი, ვიდრე ეს არის ავტომანქანების შემთხვევაში. ამიტომ ამ თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მოგვიწევს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.