ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში ტერორიზმის პრევენციისთვის ხელისუფლების როლზე საუბრობს.
მისი თქმით, მთავარია, ტემპერატურა არ მივიდეს პიკამდე. კონფლიქტები რელიგიურ თემაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც ხდება.
"ხელისუფლება მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალყურს , რომ არ მოხდეს რელიგიური კონფლიქტები, რაც ხდება ყველა ქვეყანაში. მთავარია, ტემპერატურა არ მივიდეს პიკამდე. კონფლიქტები რელიგიურ თემაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც ხდება. უნდა იმუშაოს პრევენციაზე და არ უნდა მისცეს საშუალება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელთაც ლიბერალური ფასეულობა და სიტყვის თავისუფლება ძალიან ცუდად ესმით. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაზე ფაქიზი გრძნობების შეურაცხყოფას და, კი ბატონო, დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს მოდაში შეურაცხყოფა. ის, რაც გააკეთა ფრანგულმა პრესამ, ეს მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს, ეს არის ძალიან სახიფათო. საფრანგეთში მომხდარი მარში კი შეიძლება ვინმემ ისე გაიგოს, რომ ეს კარიკატურების ხატვა კარგი ყოფილა და ამან მიიღოს ტოტალური ხასიათი. საქართველოში ფსევდოლიბერალებსაც შეიძლება გაუჩნდეთ არაჯანსაღი სურვილები, რაც სტიმულს მისცემს, ტერორიზმის საფრთხემ ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადმოინაცვლოს."- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
წყარო: გაზთი "ალია"