ივერიონი / რა ცვლილებებს გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი

რა ცვლილებებს გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს მთავრობა საარსებო მინიმუმის კალკულაციის მეთოდოლოგიას ხელახლა შეიმუშავებს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მინისტრის უარყოფს ექსპერტების მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა თავს იკავებს საარსებო მინიმუმის ხელახლა დადგენისაგან და აცხადებს, რომ მთავრობა საკითხზე უკვე მუშაობს.

"საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლის გარეშე მისი რეკალკულაცია არარეალურ სურათებს მოგვცემს და მე მზად ვარ, დაწვრილებითი განმარტება მივცე დაინტერესებულ ადამიანებს. ეს ძალიან დინამიური და საპასუხისმგებლო საკითხია. ასე რომ, მე ვფიქრობ, დაზუსტებული მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმის ხელახლა დაანგარიშება მალე მოხდება," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

15-01-2015, 10:38
უკან დაბრუნება