ივერიონი / პრეზიდენტი არასამთავრობოებთან შეხვედრებს იწყებს

პრეზიდენტი არასამთავრობოებთან შეხვედრებს იწყებს

რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა და როგორი უნდა იყოს შერჩევის პროცედურა, ამ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პრეზიდენტთან იმსჯელებენ.

გიორგი მარგველაშვილს კოალიციაში "გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გაერთიანებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები  ხვდებიან. 

პრეზიდენტთან შეხვედრამდე არასამთავრობო ორგანიზაციები შიდა კონსულტაციებს გამართავენ, სადაც, შესაძლოა, უზენაისი სასამართლოს თავმჯდომარის რამდენიმე კანდიდატზე შეჯერდნენ. ვინ განიხილება მათ შორის, ამ ეტაპზე არ სახელდება.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს, უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელის კანდიდატურა, მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენმტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებულად წარუდგინოს.

 

15-01-2015, 10:47
უკან დაბრუნება