საქართველომ მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელობის მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერის მესიჯი მიიღო.
"ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ გაწევრიანებას ნატოში. ყველა მექანიზმი მზად არის იმისთვის რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა," – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ, ტვიტერის მიკრობლოგზე ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
შეხვედრა გუშინ, ბრიუსელში გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრებოდა.
სხდომის შემდეგ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ ალიანსი მიზნად ისახავს სტრუქტურის გაძლიერებას საქართველოში. მან "მყარი" უწოდა პარტნიორობას ნატოსა და საქართველოს შორის.