ჩემი თვალსაზრისით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმირებაში შემიწყობს ხელს. ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა. ამნ ასევე დასძინა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: პროფესიონალიზმი, პროფესიული სინდისი რაც მოსამართლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ჩემს თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინააღმდეგე. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი- ის უნდა იყოს რეფორმების მოსურნე და რეფორმატორი ადამიანი", - განაცხადა წულუკიანმა.