პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კვორუმის პრობლემის გამო ჩაიშალა. 12:00 საათისთვის ჩანიშნული კომიტეტის სხდომა სავარაუდოდ იმის გამო გადაიდო, რომ სხდომის ჩატარებისთვის საკმარისი დეპუტატები ვერ გროვდებიან.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატთა ნაწილი მივლინებაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაემგზავრა, რის გამოც დღეს პარლამენტში ვერ მოვიდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მხრიდან ინიცირებული რამდენიმე საკანონმდებლო პროექტი უნდა განეხილა.