საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა წლის განმავლობაში, ამიტომ მას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ, - განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.
"ვინ როგორ გადაწყვეტს საკუთარი ქმედებით პატივის გამოხატვას, ეს ინდივიდუალური საკითხია. ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებილება, როცა სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსადალი გამოდის ასევე კონსტიტუციური ორგანოს წინაშე, ეს არის კონსტიტუციური რანგის და მნიშვნელობის ღონისძიება", - აცხადებს თამარ კორძაია.