რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელმა კომპანია ,,როსნეფტმა', ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კუთვნილ კომპანია PETROCAS ENERGY LIMITED-ში, 49%- იანი წილი შეიძინა. ამ ფაქტმა ქართულ სახელისუფლები წრეებში დიდი ხმაური გამოიწვია. პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, რომ ამით ქვეყანამ კიდევ ერთი, სტრატეგიულო მნიშვნელობის მქონე ობიექტი რუსეთს ჩაუგდო ხელში. განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტს დემურ გიორხელიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ ზედმეტი ხმაურის გამოწვევა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის, რაც გამოუვიდათ კიდეც.
"მე ვფიქრობ, რომ ეს წინა ხელისუფლების მხრიდან არის დეკლარირებული და იმდენად სასაცილოა, რომ განსახილველადაც კი არ ღირს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პორტსაც წინა ხელისუფლების ხალხი აკონტროლებდა ოფშორების მეშვეობით. თუ გაყიდეს, გაყიდეს იმიტომ, რომ ეს ხმაური აეტეხათ. ის, ისედაც გაყიდული იყო. ფოთის პორტი არ არის ისეთი პორტი რომელზეც შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს დამოკიდებული. საქართველოს მომავალი გაცილებით უმძლავრეს პროექტზე არის დამოკიდებული, რომელსაც ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი ქვია. მართალია ეს წინა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, მაგრამ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ახალი ხელისუფლება", - აცხადებს დემურ გიორხელიძე.