ივერიონი / მიშა გომიაშვილი: "მეც შარლი ვარ" რა შარლი ხარ?...შარლი არა შურლი...ეს რა უბედურება გვჭირს?...არც ვუფიქრდებით იმას რას ნიშნავს - "მეც შარლი ვარ"

მიშა გომიაშვილი: "მეც შარლი ვარ" რა შარლი ხარ?...შარლი არა შურლი...ეს რა უბედურება გვჭირს?...არც ვუფიქრდებით იმას რას ნიშნავს - "მეც შარლი ვარ"

მსახიობი მიშა გომიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება და პარიზელ ხალხს უსამძიმრებს.

"პირველ რიგში მინდა გულის ტკივილი გამოვხატო და მივუსამძიმრო 

7 იანვარს პარიზში, ტერორისტული აქტის შედეგად დაღუფულთა ოჯახებს, ახლობლებს, პარიზს და მთლიანად საფრანგეთს.

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ჭკუადმყოფელი ადამიანი, რომელიც ტერორიზმს გაამართლებს! ტერორიზმს არც ეროვნება გააჩნია და არც რელიგია, პირადად მე არა კაცურ ნაძირლურ და მეტსაც ვიტყვი ლაჩრულ საქციელადაც კი მიმაჩნია,...და ყველაზე მთავარი და შემაშფოთებელი ის არის, რომ ამ დროს უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები იღუპებიან. ზუსტად ამაზეა გათვლილი ტერორისტების ქმედება...მაგრამ არანკლებ დანაშაულს ჩადიან ის ადამიანები რომლებმაც იციან რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს მათ გამონათქვამს, მათ საქციელს და მიუხედავად ამისა მაინც პროვოცირებენ ტერორისტებს...

არავის აქვს უფლება მუსულმანების, ქრისტიანებისა თუ სხვა აღმსარებლობის მიმდევართა რელიგიური გრძნობები შეურაცხყოს, მათი ღმერთები თუ წმინდა მოციქულები გააშარჟოს და გაამასხარაოს!

სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს მილიონობით ადამიანისთვის წმინდათაწმინდა ფასეულობების შებილწვას, მათ რელიგიის შეურაცხყოფას, ჟურნალი "შარლი ებდო" კი, ასეთ მკრეხელურ საქმიენობას არ ერიდება, და დღეს თურმე უნდა გამოვიდეს ნომერი,როგორც თავად დაანონსეს, სადაც ისევ, და შეიძლება უფრო მეტი შეურაცხყოფა და მკრეხელობა იყოს დაბეჭდილი.... რა უფლებით? ვინ მისცათ უფლება?...ისევ, სისხლისღვრის საფრთხის წინაშე დააყენონ უდანაშაულო,მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები!!! 

მაგრამ მე უფრო მაწუხებს ის რომ საქართველოშიც დაიწყო ეს - "მეც შარლი ვარ" რა შარლი ხარ?...შარლი არა შურლი...ეს რა უბედურება გვჭირს?...არც ვუფიქრდებით იმას რას ნიშნავს - "მეც შარლი ვარ"...ნუთუ ისე გამოვთაყვანდით რომ ვერ ვაცნობიერებთ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენც ვაწერთ ხელს ყველა იმ მკრეხელურ კარიკატურებს...ჩვენც ასე ვფიქრობთ?..

ნუ ამოვიდებთ მარცხენა ფეხის მუხლს მარჯვენა იღლიაში მიკი მაუსივით და ნუ გავრბივართ თვითონაც რომ არ ვიცით სად...აღარ მოგვბეზრდა სხვის დაკრულზე ცეკვა?...ყველა თავის საქმეს აკეთებს, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, და ჩვენნაირ დურაკებს იყენებენ ამისთვის,...ჩვენ წყალს და პამპერსებს გვიგზავნიან....და შეშფოთებულნი არიან...

რაღაც არ მახსოვს არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ქალაქში გამოსვლები სადაც შავ დაფაზე წარწერა ყოლილიყო -""მეც სოხუმი ვარ"", "მეც სამაჩაბლო ვარ" "მეც რობაქიძე ვარ" ""მეც გირგვლიანი ვარ""...მოვეშვად ამ მეტიჩრობას, და ცოტა უფრო სერიოზულად ვიფიქროთ

საუკუნეების მანძილზე ჩვენს გვერდზე მცხოვრები ჩვენი ძმების სარწმუნოებას ნუ შევურაცხყოფთ,

და რაც მთავარია ჩვენს რელიგიას ,სარწმუნოებას და ეკლესიას, რითიც მოვედით დგემდე, როგორც მინიმუმ პატივი ვცეთ!

P.შ ეს იმათ ვინც გადაწყვიტა იყოს '' შარლი "- წერს გომიაშვილი.

 

15-01-2015, 21:00
უკან დაბრუნება