სომხეთში ვითარება დაიძაბა. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზი მას შემდეგ გამოიყენეს რაც დემონსტრანტებმა მათ ქვები დაუშინეს. შეტაკებისას 12 ადამაინი მძიმედ დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე - რიგითმა ვალერი პერმიაკოვმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი - მათ შორის 2 წლის გოგონაა ავტომატური იარაღიდან დაცხრილა. სწორედ ეს ფაქტი გახდა გიუმრის ბაზასთან აქციების დაწყების მიზეზი.