როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საგაზაფხულო სესია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური საკადრო გადაწყვეტილებებით იქნება დატვირთული.
"საგაზაფხულო სესიასთან დაკავშირებით გთხოვთ მობრძანებას უახლოეს დღეებში, სადაც შევეხებით ყველა იმ თემას, რომელიც პარლამენტის მომავალ საქმიანობას უკავშირდება. ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რადგან საგაზაფხულო სესია იქნება დატვირთული ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით პარლამენტში და ყველა საკითხზე ვიუსაბრებთ ძალიან მალე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.