თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა - EBRD--ის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად დაასრულა.განხორციელებულ ღონისძიებებზე დღეს სახელმწიფო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და EBRD-ის პრეზიდენტი გახსნიან.
"ეს იქნება უპრეცენდენტო ღონისძიება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან საქართველოს ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევა. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით. თბილისი შეირჩა იმისთვის, რომ საქართველო გაგვეცნო ჩვენი აქციონრებისთვის, გვეჩვენებინა ქვეყნის კულტურა, არქიტექტურა და ის წარმატებები, რომელსაც საქართველომ მიაღწია", - განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.