ივერიონი / ცოტნე ყავლაშვილი: ფულის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია.

ცოტნე ყავლაშვილი: ფულის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით,  გასულ წელს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. 

 "2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბდა 20 მლნ ლარით და შეადგინა 9 მილიარდ 125 მილიონი ლარი. მათ შორის, არადეფიციტური შემოსავლები, როგორიც არის საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა - გადაჭარბდა 83 მლნ ლარით და შეადგინა 7 მილიარდ 474 მილიონი ლარი, რამაც საშუალება მოგვცა 66 მლნ ლარით ნაკლები ვალი აგვეღო ვიდრე იყო დაგეგმილი".

ყავლაშვილის თქმით, გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლებიც და გადაჭარბებამ  27 მილიონი ლარი შესადგინა. საერთო ჯამში, სულ საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 847 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბოლო ორ დღეში საგადასახადო შემოსავლებიდან დამატებით 82 მლნ ლარი მიიმართა გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე.

ცოტნე ყავლაშვილის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ დააგროვა დაგეგმილზე 122 მლნ ლარით მეტი და 2014 წლის ბოლოს ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 434 მლნ ლარი, ნაცვლად 312 მილიონისა, მათ შორის, 43 მლნ ლარი დაგროვდა დეკემბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბრის შემოსავლები, ხარჯებზე 43 მლნ-ით ლარით მეტი იყო. მისი განცხადებით, 2014 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე დამატებით დაგროვდა 82 მლნ ლარი. შესაბამისად, ჯამში დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 516 მლნ ლარი, ხოლო მხოლოდ დეკემბერში დაგროვილმა თანხამ შეადგინა 120 მლნ. ლარი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა 8 მილიარდ 977 მილიონი ლარი, რაც გეგმის 9 080 მილიონის 98,9%-ს შეადგენს. ასევე, 2014 წელს ბიუჯეტში წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც ყოველი წლის ბოლოს ხდებოდა ბიუჯეტის გეგმის კორექტირება, ცვლილება არ განხორციელებულა. 

"სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს ლარის კურსზე არც დეკემბერში და არც იანვარში არ უმოქმედია, რასაც მოწმობს ის ფაქტი რომ კომერციულმა ბანკებმა წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს დამატებით 100 მლნ ლარი ისესხეს ეროვნული ბანკისგან -განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

 

16-01-2015, 12:34
უკან დაბრუნება