ივერიონი / რა ბედი ეწიათ ქართველ მეზღვაურებს?

რა ბედი ეწიათ ქართველ მეზღვაურებს?

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები, ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping S.A-ს წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. აღნიშნული კომპანიის 5 ხომალდზე დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან იმყოფება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთი გემიდან სამი უკვე მომარაგებულია საკვებით, დანარჩენ ორს, დღეს დღის განმავლობაში მიეწოდება სურსათი.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საქართველოს ერთი მოქალაქე ხელის მოტეხილობით, გემ  DIAS-იდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც იგი სამშობლოში გამოემგზავრა. ცნობილია, რომ გემ  DIAS-ის კიდევ ერთი მეზღვაური უახლოეს პერიოდში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას.

ხომალდ ASTERIS-დან, ორი ქართველი მეზღვაური გამოიყვანეს, რომლებიც ამჟამად განას დედაქალაქ აგრაში იმყოფებიან.

 

 


16-01-2015, 12:43
უკან დაბრუნება