ივერიონი / რა საერთოა რუს და ქართველ პოლიტიკოსებს შორის?

რა საერთოა რუს და ქართველ პოლიტიკოსებს შორის?

რა განუყოფელი საერთო აქვთ 

რუსებსა და ქართველებს?!

(უფრო სწორად, 

რუსულ პოლიტ-ელიტას და ქართულ პოლიტ-ელიტას?)

1. რუსები

ეს შეუდარებელი მძარცველები არიან საკუთარი ქვეყნისა, -

საკუთარი თავის მტერნი... უმდიდერსი ქვეყანა აქვთ 

და ნორვეგიის დონეს ვერც ვერასდროს მიაღწევენ, ალბათ!

ახლა ტრილიონობით სავალუტო რეზერვი უნდა ჰქონდეთ და...

მხოლოდ 400 მლრდ აშშ $ აქვთ!

მოკლედ, - რუსი პოლიტ-ელიტა - ეს საკუთარი ქვეყნის მტერია!

აღორძინების ნაცვლად, რამდენიმე ათეულ "მილიარდერს" გააძარცვინა ქვეყანა.

2. ქართველები

ეს შეუდარებელი არაფრისშემქმნელები არიან საკუთარ ქვეყანაში, -

საკუთარი ქვეყნის მტერნი... შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს

და... დანიის დონეს ვერც ვერასდროს მივაღწევთ, ალბათ!

ახლა განვითარებული ქვეყანა უნდა გვქონდეს, ამის ნაცვლად სხვისმსახურებაში ათენებს და აღამებს, არაფერი სახელმწიფოებრივი! 

მოკლედ, - ქართული პოლიტ-ელიტა - საკუთარი ქვეყნის მტერია!

აღორძინების ნაცვლად, რამდენიმე მსხვილ ოლიგარქიულ ჯგუფს გააძარცვინა ქვეყანა,-წერს დემურ გიორხელიძე.

 

16-01-2015, 12:53
უკან დაბრუნება