"ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურ მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2014 წლის ივნისიდან მიმდინარეობს.
საუბარია თორმეტ ავიარეისზე, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო.
წერილებიდან ირკვევა, რომ ოფიციალური საქართველო თანახმაა, რუსეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
"თუ საქართველოში რუსეთის კუთვნილი ავიაკომპანიები შემოვლენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხდება დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზია," - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში"