პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა ის ღონისძიებაა, რომელიც მთავრობის წევრების დასწრებას და მონაწილეობას იმსახურებს, განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი აკეთებს.
"კი ბატონო, კონსტიტუციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვლისას მთავრობის დასწრების ვალდებულება არ არსებობს. ამასთან, მნიშვნელოვანია მეორე ასპექტი - არ ვიცით პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღი და წინასწარ ვერ ვიტყვით, რომ მთავრობა პარლამენტში აუცილებლად სრული შემადგენლობით უნდა იყოს, რადგან არ ვიცით, ამ დღეს ვის რა ვიზიტი აქვს დაგეგმილი. თავისთად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, პრეზიდენტისთვის მინიჭებული ფუნქციებიდან და სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება ერთგვარი ტონალობის მიმცემი შეიძლება გახდეს ყოველ წელს, გამოსვლის ძირითადი აქცენტებით, პრორიტეტებით, გამოწვევებზე და საფრთხეებზე პასუხით. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიება იმსახურებს იმას, რომ ყველა ვისაც შეუძლია, მაქსიმალურად დაესწროს მას და იყოს თანამონაწილე", - განაცხადა ხიდაშელმა.