ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილი: "არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია"

პაატა ზაქარეიშვილი: "არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია"

  ეს არის საქართველოს საკუთრება, მის ექსპლუატაციას არანაირი საერთაშორისო ფორმატები არ სჭირდება, განცხადება ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.


"ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ექსპლუატაცია იქნება თუ გარკვეული სარემონტო სამუშაოები, ხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელსაც ბუნებრივია, ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, რადგან "ენგურჰესის" მთელი კომპლექსი გაყოფილია გარკვეულწილად მდინარე ენგურის ორივე მხარეს, კაშხალი არის წალენჯიხის რაიონში და თვითონ ელექტროსადგური არის გალის რაიონში. ბუნებრივია, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს თუ არ მიეწოდება ის წყალი, რაც არის განთავსებული წყალსაცავში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით,  ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციაა და ვინაიდან, ეს არის საქართველოს საკუთრება.

კითხვაზე, "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით აწარმოებს თუ არა ქართული მხარე მოლაპარაკებებს, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა:- "არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია".

16-01-2015, 16:08
უკან დაბრუნება