საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარეს, დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოში მნიშვნელოვანი კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობა და სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობაა.
"როგორც კი ამას მოვინდომებთ, ყველაფერს დავანგრევთ. სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობა, კონკრეტული მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა. ამიტომ სუპერმენი და სუპერვუმენი კი არ გვიჭირდება, რომ მან ერთმა იუფროსოს, არამედ გვჭირდება ძალიან ნორმალური, ძალიან პატიოსანი, ძალიან პროფესიონალი ადამიანი, რომელიც თავისი ავტორიტეტით მოახდენს გავლენას სასამართლოზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს კანდიდატურა ვისთან კონსულტაციებით შეარჩიოს.
"საკითხი, ვისთან როგორი კონსულტაცია ექნება პრეზიდენტს, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს გონიერი ადამიანი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდიმარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება არ წამოუდგენია გართობად, შანტაჟის ინსტრუმენტად, პოლიტიკურ თამაშად. ის თავად სწორად გადაწყვეტს ვისთან კონსულტაციებით შეარჩიოს კანდიდატურა, ვისი აზრი იკითხოს, ვის შესახებ მოიკითხოს ინფორმაცია. ეს იქნება ჯანმრთელი პროცესი", - აცხადებს უსუფაშვილი