"აფხაზთა კრების ორგანიზაციებმა" მიკაილ კადიევის მხარდამჭერი აქცია – "არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს" დაიწყეს.
დღეს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საორგანიზაციო ჯგუფები ჩაატარებენ საინფორმაციო ღონისძიებას ფლაერების გავრცელებით, ხოლო 20 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია.
17 იანვარს ღონისძიება ჩატარდება მეტროს სადგურებთან: თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, პოლიტექნიკური და დელისი. ასევე აქცია გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ.