ჰაკერებმა რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალების "ტვიტერის" გვერდები გატეხეს და მცდარი ინფორმაციები გაავრცელეს.
ერთ–ერთი ჩანაწერის ავტორად მათ რომის პაპი მიუთითეს, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ იუწყებოდა.
კიდევ ერთი ცნობა კი იმას შეეხებოდა, რომ ჩინური რაკეტა ამერიკულ ავიამზიდს "ჯორჯ ვაშინგტონს" მოხვდა.
ჩანაწერები პირველივე წუთებში ასობით მომხმარებელმა გააზიარა, რის შემდეგაც გაზეთებმა, რომელთა შორის "ნიუ იორკ პოსტიც" იყო, ჰაკერული თავდასხმის შესახებ განაცხადეს და მცდარი ინფრომაციები გვერდიდან წაშალეს.