დეპუტატი ელისო ჩაფიძე იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, ვინც პარლამენტის აშენებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყვეს. დეპუტატი აცხადებს, რომ სულ მალე პარლამენტის შენობა სრულიად გამოუსადეგარი იქნება.
"მინდა გთხოვოთ, ქუთაისში ჩამობრძანდეთ უახლოეს მომავალში და ნახოთ, როგორ ინგრევა პარლამენტის შენობა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ იქ რიგგარეშე სესიაზე ვიყავით, წვიმის დროს წყალი პირდაპირ შენობაში ჩამოდიოდა. ეს შენობა, რომელზეც ლამის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, ალბათ, რამდენიმე წელიწადში ფაქტობრივად უვარგისი და გამოუყენებელი გახდება. დიდი სურვილი მაქვს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელთაც პარლამენტის შენობის აშენებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი სახსრები გამოყვეს", - განაცხადა ჩაფიძემ.