ივერიონი / პოლიტიკური ანგარიშსწორება თეატრში?!

პოლიტიკური ანგარიშსწორება თეატრში?!

ქეთი დოლიძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გია როინიშვილის თეატრიდან გაშვების მიზეზებს განმარტავს და დაინტერესებულ პირებს, ხმაურის დაწყებამდე საკიტხში გარკვევას ურჩევს. 

"საერთოდ არ მინდოდა დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ უამრავი ხალხის, კოლეგების, თუ გულშემატკივრების მოთხოვნით, გადავწყვიტე დავაზუსტო მოკლედ, ზოგი რამ, ამ თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე....

რამდენიმე დღეა კომენტარებმა გამაოგნა. ტელევიზიასა თუ პრესაში!

კომენტარებს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ, ზედმიწევნით კარგად და იციან, თუ არა უკიდურესი წერტილი, ასეთ გადაწყვეტილებებს არასდროს ვღებულობ! ჩემი ხასიათიც იციან, რომ ყველაზე დიდი მტრებისთვის მიპატიებია და გადამიყლაპავს უამრავი წყენა...

თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე რომ მტუქსავს, ერთხელ თუ მოიკითხა, სანამ კომენტარს გააკეთებდა, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება????

ყველა ასეთივე "აღშფოთებულ'" გულშემატკივარს, ამ 6 წლის მანძილზე თუ უკითხავს, რატომ არ თამაშობდა სპექტაკლებს ბ-ნი გია როინიშვილი ამ ხნის მანძილზე? თუ უკითხავს? რა თქმა უნდა არა და არც შეუნიშნავს!!!!

საქმე კი იმაში გახლავთ, ბატონებო, რომ როგორც კი ბ-ნი გია საქართველოს პარლამენტში შებრძანდა ნინო ბურჯანაძის პარტიის კვოტით და მერე, წამიერად უღალატა, მიატოვა და ნაციონალებთან გადაბარგდა, მისი დაკავებულობა იმდენად დიდი აღმოჩნდა და მისია უზენაესი, რომ თეატრი, პრაქტიკულად არც კი გახსენებია. 

მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, რუსთაველიდან აღმაშენებელზე ჩამოსვლა უჭირდა და ჩვენც პანტა-პუნტით ვხსნიდით ან ვერ ვნიშნავდით სპექტაკლებს. ამან მიიღო სისტემატური ხასიათი.

პირველი სპექტაკლი, რომელზეც უარი სთქვა, დიახ, თვითონ სთქვა უარი - იყო ჩემი "სერობა". გია ძალიან კარგი იყო ამ სპექტაკლში და მიუხედავად ჩემი თხოვნისა არაფრით დარჩა... ვერც ამიხსნა, რატომ თქვა უარი... ჩვენ კონფლიქტი არ გვქონია.... სამაგიეროდ მომიწია პრაქტიკულად სპექტაკლის ხელახლა დადგმა, რათა ახალი მსახიობი შემეყვანა,დრო გადიოდა, ბ-ნი გია რა თქმა უნდა სრულად იღებდა ხელფასს!!! ჩვენ ველოდით....

ცოტა ხანში "ბაკულას ღორებიც" მიატოვა... არასდროს ეცალა... მაგრამ როდესაც რამაზ იოსელიანს ძმა გარდაეცვალა და ბ-ნ გიას ვთხოვეთ გადაერჩინა სპექტაკლი, რომელშიც ასევე მშვენიერი იყო, ისევ უარი შემოგვითვალა...

მაშინ, მე, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მისთვის ეს როლი ჩამომერთვა... ამ სპექტაკლზე მე ვაგებ პასუხს....

რაც შეეხება სპექტაკლ "ჰარალეთს". თვეების და წლების მანძილზე ვეღარ ვნიშნავდით ნუგზარ ბაგრატიონის ამ სპექტაკლს, რადგან როინიშვილს ისევ არ ეცალა... ბოლოს, დიდი თხოვნით, მოახერხა 2010 წელს ეთამაშა... ერთხელ... 

მას შემდეგ - არც ერთხელ. რეჟისორმა რამდენჯერმე დაურეკა და ისევ უარი მიიღო. ვერც დასის გამგემ გაარკვია ვერაფერი... 

და ახლა უკვე ნუგზარ ბაგრატიონს მოუხდა პრაქტიკულად თავიდან დადგმა სპექტაკლის, რადგან ახალი მსახიობი დაინიშნა ამ როლზე. წარმოიდგინეთ ამ დროს დასის მდგომარეობა... ეს წარმოუდგენელი, ორმაგი შრომაა...

ბ-ნი გია ისევ იღებდა ხელფასს... ჩვენ ველოდით...

მხოლოდ ერთხელ მოვიდა თეატრში მას შემდეგ, რაც პარლამენტში ნაციონალების სიაში აღარ მოხვდა და მოგვახსენა, რომ ერთ-ერთ ჩვენს რეჟისორს უნდა მისთვის სპექტაკლის დადგმა.

კი ბატონო... დავურეკეთ რეჟისორს - იუარა!!!!!

არასდროს არ ჩავრეულვარ სხვა რეჟისორის საქმეში! არასდროს! არასდროს ვაკადრებ თავს ჩემი სურვილი მოვახვიო ნუგზარ ბაგრატიონს, თუ სხვას... ეს ყველამ შესანიშნავად იცის....

ჩვენი თეატრი უპრეცედენტო რამეს ჩადის ხშირად...

იმისთვის, რომ გოგა პიპინაშვილის საყმაწვილო თეატრს უმასპინძლოს და ხელი გაუმართოს "არტ-ჰოლს" (თანაც დიდი სიყვარულით!} თვეზე მეტი გაგვიჩერებია რეპერტუარი, რომ ბავშვებს და გოგას სპექტაკლი გამოეშვათ...

ამავე თეატრის მეორე სპექტაკლი - "ჰელადოსი" თვეში ორჯერაც კი ინიშნება...

ჩვენ ვჩაგრავთ ვინმეს????

სხვა თეატრების მსახიობებმა კი არა, ჩვენი მსახიობები არ კითხულობდნენ უკვე, რატომ არ დადის თეატრში გია როინიშვილი...

ნაციონალების უნამუსობა რომ ზღვარსგადასულია, მესმის! არიქა, გამოაბეს პოლიტიკური ანგარიშსწორების კუდი....

უზნეობა!!! რატომ მაშინვე არ ვქენი, როცა სამხატვრო ხელმძღვანელად დავბრუნდი? რა, დამიშლიდა ვინმე? გია უკვე ორი წელი არ თამაშობდა სპექტაკლებს... იქაც მე ვიყავი?

რატომ ერთხელ არ მოვიდა და არ დაელაპარაკა თავის კოლეგებს, რატომ ერთხელ არ სთქვა, ადამიანებო, რატომ მიხდით ხელფასს, თუ არ ვთამაშობო???

რა არის ეს ფარისევლობა, ტყუილი, დაჩაგრულის მანტია?

დიახაც, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან ახალგაზრდა მსახიობები ვერ აგვიყვანია შტატში, თუმცა 7 და 8 სპექტაკლში არიან დაკავებული...

ბატონო და ქალბატონო ქომაგებო, რომლებიც შეშფოთებულ-აღშფოთებულები წერდით ინტერვიუებს... ეს თეატრი - "სობესია?" ეს სადმე ხდება, რომელიმე თეატრში???? ბატონო? პასუხი არ მესმის... 

ჩემი საყვარელი მსახიობი და კოლეგა გოგა პიპინაშვილი რეპეტიციის არ პატიობს 10-12 წლის ბავშვს... ამდენი ხანი რატომ არ მკითხა, სად არის გია როინიშვილიო???? რატომ არ ჰკითხა პირადად მას, თეატრში რატომ არ ბრუნდებიო? ვინმეს, ოდესმე ვუთხარით რომ ეს პრობლემა გვაქვს?

დაცვაც არის და დაცვაც!!!!!

ერთ-ერთმა რეჟისორმა ბოდიში მოიხადა, ეს ფაქტები რომ მცოდნოდა, ინტერვიუს არ ჩავწერდიო!!!! თქვე დალოცვილებო, ენა და აჟიტირება რომ გისწრებთ წინ... რამეზე მაინც დაფიქრდით...

ახლა კი უზნეო რუსთავი 2-ს მოკლე შემოლაწუნება...

ყოვლად ფლიდები, მატყუარები, ხალხის დამზფრავი, ჭკუის ამრევი, პროვინციალური და უნიჭო იუმორის დამამკვიდრებლები ხართ, უნამუსობაში და ტყუილში გაწვრთნილი და დაოსტატებული!!! 

13 იანვარს თეატრის მოღვაწეთა კავშირი ქართული თეატრის დღეს აღნიშნავდა... მხოლოდ ამიტომ იყო იქ შეკრებილი ხალხი! თქვენმა არხმა გადაიღო ეს თავყრილობა და ისე გააკეთა სიუჟეტი, თითქოს ეს ხალხი გია როინიშვილის გამო შეიყარა იქ...

უნამუსოების და დამნაშავეების აღზევებას გადაყოლილი, გაყიდული არხი ხართ... არც თქვენი შოუ მინდა და არც იქ დაღვრილი ცრემლები! დღესაც მტარვალ მიშას ემსახურებით და მისი კარნახით მოქმედებთ!!! იმ თქვენ საყვარელ გია ბარამიძეს, თქვენს საოცნებო რესპოდენტს კი მოახსენეთ, როცა ჩემზე ილაპარაკებს, თავისი გაფუჭებული ტვინის გადმოსახედიდან ნუ საუბრობს...

თუ ვინმე მოხსნეს პოლიტიკური მოტივით, ეს მე ვიყავი, ფესტივალიც ამ მოტივით დამიხურეს, ეს არაადამიანებო! თქვენ ვისზე ბედავთ ლაპარაკს? გია როინიშვილი სად იყო მაშინ? რატომ არ გააპროტესტა ეს?

ჩვენს თეატრში აკრძალულია პოლიტიკაზე საუბარი...

უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ არასდროს ამის გამო ჩვენთან არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა!!!!

შეირგეთ, ბ-ნო გია ჩვენი სულგრძელობა და ჯობდა ჩუმად ყოფილიყავით!!!! სერიალებშიც ხართ, ფილმებშიც გიღებენ, ილიაუნის თეტრშიც თამაშობთ და ნუ თამაშობთ განაწყენებულს და დაჩაგრულს!!!!

თქვენი სათაყვანებელი რეჟიმის დროს ხდებოდა ეს? 

არავინ გიშლით თუმანიშვილის თეატრში თამაშს, თუ ამის სურვილი ექნებათ თქვენს საყვარელ რეჟისორებსა თუ კოლეგებს... ოღონდ იმათ დაელაპარაკეთ!!!

სირცხილია! ბატონებო! სირცხვილი!

კანონის ყველა მუხლის დაცვით, მე აღარ გაგირძელეთ ხელშეკრულება!

P.შ. ზოგიერთ თქვენს ჯგუფელს კი გადაეცით, რომ თუმანიშვილის სახელს არასდროს ამოვფარებივარ... არც მათზე ნაკლები სპექტაკლები და ფილმები დამიდგამს და ჩემი პედაგოგი არ შემირცხვენია... პატივი კი მივაგე, როგორიც შემეძლო! სწორედ მათ გასაგონად ვამბობ! თუმანიშვილი თეატრისა და სპექტაკლის ღალატს არავის აპატიებდა!!!! 

მშვიდობით ბრძანდებოდეთ!!!!

Eტ ტოი აუსსი Gია ღოინისჰვილი?????????- (თარგმანი ფრანგულიდან) შენც გია როინიშვილი ხარ????????

მუდამ თქვენი ქეთი დოლიძე".

 

17-01-2015, 18:36
უკან დაბრუნება