უფლებადამცველი გიორგი თევზაძე რუსეთის გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე.
"რუსეთი ცდილობს ხელში ჩაიგდოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკომნომიური ბერკეტები რასაც სამწუხაროთ ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლების დახმარებით თუ წაყრუებით, მაგალითისათვის ფოთის პორტში რუსული კომპანია"როსნეფტის" შემოსვლა რაც ფაქტიურად წარმოადგენს რუსეთის სახელისუფლო ეკონომიური მძლავრი ბერკეტს ეს გადაწყვეტილება კანონთან "ოკუპაციის შესახებ" შესაბამისობაში არ მოდის ანუ ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება ,,როსნეფტი"-ს მიერ ფოთის პორტის დაუფლებასთან დაკავშირებით, უკანონოა და ეწინაღმდება კანონს " ოკუპაციის შესახებ.'', როგორც სჩანს ნაკლებათ აინტერესებთ კანონის დაცვა , ამასთანავე უკვე საინფორმაციო საშველებებში გაჟღერდა ინფორმაცია რომ რუსთის საჰაერო მიმოსვლის კომპანიები მალე საქართველოში ალბათ ფრენებს დაიწყებს რუსული ავიაკომპანია საქართველოსთვის თურმე "აბსოლუტურად კაბალური" პირობებით.რაზეც გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მხარე ყველა პირობას უპირობოთ თანხმდება, ასევე შეიძლება მაგალითისათვის მოვიყვანოთ ინტერნეტ მედიით გავრცელა აფხაზური ,,აპსნიპრესის" ინფორმაცია კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადება, რომელიც აცხადებს, რომ ,,ენგურჰესთან" დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.`ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, დაზარალდება როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველო", - აცხადებს ბასარია. რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ეტაპზე კატეგორიულად უარყოფენ, თუ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, საინტერესოა რაში დასჭირდა კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორს, ასლან ბასარიას ამ შინაარსის განცხადების გავრცელება... ??? თუმცა რეალობას დრო გამოაჩენს, ..... რითაც გამოვლინდება ხელისუფლების რეალური დამოკიდებულება ყოვლად შეუსაბამო წინადადებების მიმართ რასაც ასლან ბასარაია აცხადებს. ფაქტიურად რუსეთი ღიად შემოდის საქართველოს ეკონომკურ ბაზარზე და ხელისუფლების დახმარებით თუ წაყრუებით ხელში იგდებს საქართველოსათვის მნიშვნელოვან ეკონომიურ სტრატეგიულ ბერკეტებს.... რაც მომავალში რუსეთს მისცემს საშვალებას მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის მანიპულირება რაც დადებითი შედეგების მომტანი არ იქნება. ამასთანავე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ღირებულებებს"- აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.