პუბლიცისტი ზვიად ნოდია უკრაინის ფრონტზე ბოლო სამი დღის განმავლობაში სიტუაციის დაძაბვას ეხმიანება და ამბობს:
-"საქართველოს ერთად ებრძვის მრავალი მტერი და ისინი უწინარესად იმას ცდილობენ, რომ ქართველებს არ ჰქონდეთ საერთო პირი და დაყოფილ იყვნენ ურთიერთმოწინააღმდეგე ბანაკებად, როგორც ეს შეძლეს ამ ოცი წლის წინ "ზვიადისტების" და "შევარდნაძისტების" დაპირისპირებით... ამგვარივე დაყოფასთან გვაქვს საქმე ე.წ. "მედასავლეთეებისა" და "მერუსეთეების" სახით; ამას არ ჰქვია გაცხადებულად სამოქალაქო ომი, მაგრამ სწორედ ამ გაუმხელელი ომის შედეგად საქართველო თვალსა და ხელს შუა იღუპება. ამას თუ დაერთო უკრაინაში ახლახან აგიზგიზებული ბრძოლების აქეთ გადმონაცვლება, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება დასასრული, ანუ საკონტროლო გასროლა. მთელი მსოფლიოს მასონებს ეს იმდენად აწყობთ, რამდენადაც აწყობთ მალთუსის კაცობრიობის გამოხშირვის თეორია, რასაც, ალბათ, ემსახურება დედამიწას მოდებული საომარი კონფლიქტები. და ვინ ასხამს წყალს ჩვენი მტრების წისქვილზე? ის ქართველები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც, საქართველოს შიგნითაც და გარეთაც ხელს ითბობენ უბირი ხალხის აყოლიებით, რათა ერთი და იგივე ადგილზე ტკეპნა-ბუქნაობით მიაღწიონ საქართველოს ზეზეურ კვდომას. მაშინ, როცა ქართველი მართლმადიდებლები რუსეთთან კეთილ მეზობლობაზე ვსაუბრობთ და ვცდილობთ განვმიჯნოთ რუსი მართლმადიდებლები მასონი რუსებისაგან, არა მხოლოდ ურთიერთ-მართლმადიდებლური პატივისცემა გვრჯის, არამედ, კეთილგონიერება გვამოძრავებს საქართველო დავიცვათ რუსი მასონების თავდასხმისაგან, რომელთაც ჩვენზე გეშავენ ეს რუსეთოფობი მედასავლეთეები; ეს ორმაგსტანდარტოვანი მაოხრებელი გზირები, ცალი ხელით, ანუ მოფერებით დასავლეთსაც ამკვიდრებენ ამ პატარა საქართველოში და მეორე ხელით, ანუ გინება-გამოწვევით რუსეთსაც აპყრობინებენ საქართველოს, უწევენ რა მას სატოპკეს სააკაშვილივით, რომელმაც სწორედ ამ მეთოდით ჩააბარა აფხაზეთ- დალის სვანეთ - ცხინვალის ტერიტორიები რუსეთს. ასევე იქცევა დასავლეთიც - რუსეთის კონფლიქტურ ნაბიჯებს აკომპანიმენტს უქმნის ვითომდა სადამსჯელო დატუქსვა-სანქციებით, მაგრამ მისგან დაიმედებულ საქართველოს ან უკრაინას რეალური დაცვის ნაცვლად გრძელვადიან დაპირებებს უგზავნის; რა ხანია, გამოიკვეთა, რომ დასავლეთი ხელს არ უშლის რუსეთს(და პირუკუც- რუსეთიც არ უშლის ხელს მათ თავიანთი გავლენის ზონებ-სფეროებში) პოსტსაბჭოთა სივრცის განკარგვაში და რუსეთიც მოთმინებით უცდიდა ამერიკა - ევროპას დაეკავებინათ აქაური მზის ქვეშ ადგილები; ანუ, ცხადლივია, რომ ჩრდილოეთ-დასავლეთი კოჰაბიტაციაშია ერთმანეთთან, ისევე როგორც დანარჩენი მასონური გაერთიანებები და "მედასავლეთეობის" ეგიდით ჩვენ რატომ ვეკვლევინებით რუსეთს?!.... ასეთი გამოკვეთილი გეოპოლიტიკური მოცემულობა და აწ განვლილი გამოცდილებითი გადასახედი რომ ყოფილიყო 90-იან წლებში, მაშინ, ალბათ, ზვიად გამსახურდია გამოიცნობდა მსოფწესრიგის კულისების ზრახვებს და "გიჟვრაცუა" მედასავლეთეებისგან განსხვავებით რუსეთთან კეთილდიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებდა. შესაძლოა, ამაში ხელი შეეშალათ მასონებს და პროვოკაციას ისევ მოაწყობინებდნენ აქაურ კაგებეჩნიკ-ცეერუჩნიკებს, ვინაიდან მასონებს მართლმადიდებლების გაერთიანება-მშვიდობიანობა კი არ აწყობთ, არამედ მათი დასუსტება ურთიერთქიშპით; ასეა თუ ისე, იმ პერიოდში მიმდინარე ეროვნული მოძრაობა გამართლებული იყო, რამეთუ "ხალხთა საპყრობილისაგან" გასანთავისუფლებლად საქართველომ ეს ბრძოლა ორი საუკუნის წინ დაიწყო და 90-იანი წლები გამოიკვეთა ამ მიზნის საბოლოოდ რეალიზების გადამწყვეტ ეტაპად, რაც ხელიდან არ გაუშვა ერმა, თავი არ დაზოგა და მიაღწია კანონიერ დამოუკიდებლობას, მაგრამ ... ეროვნულ-ლეგიტიმური ხელისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობაში ზვიად გამსახურდიამ რუსეთთან ერთად ევრო-ატლანტიკური ალიანსიც დაადანაშაულა. ასე, რომ რუსეთოფობებს ზვიადიზე უფრო ზვიადებად ჰგონიათ თავი, თუ სააკაშვილის (ვითომ "გმირი"-- რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში) თამაშს აგრძელებენ - საკითხავი, აი ეს არის. ახლა კი, დაე, უწყოდეთ, მე არა ვარ პოლიტიკოსი და არც ზემოთ თქმულზე დაიმედებული, ანუ, რუსეთთან კეთილურთიერთობას არ მივიჩნევ პანაცეად, უბრალოდ, დაასრულეთ ეს მაზოხიზმი და ნუღარ ვეცემინებით რუსეთს დასავლეთის იმედად... მინიმუმ ამას გამოველი, პიროვნულადაც, ეროვნულადაც, თორემ მაქსიმუმ, უკეთესია, პოლიტიკის ნაცვლად ნინევიელებივით სინანულს მივეცეთ და ეკლესიის გაწმენდა-გაძლიერებით ღმერთს მოვაწონოთ თავი, რათა მან გვიხსნას მტრებისა და დაღუპვისაგან".