შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1994 წელს დაბადებულმა, ჩან შუენი ჩ.-მ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N 33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა.
ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2 ათას 895 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.