ივერიონი / ლონდონში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მოქმედი სამიტი გაიმართება

ლონდონში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მოქმედი სამიტი გაიმართება

BBC-ს ინფორმაციით ლონდონში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მოქმედი სამიტი გაიმართება. სამიტის ორგანიზატორები შეერთებული შტატები და გერმანია არიან.


შეხვედრაში მონაწილეობას  20-ზე მეტი სახელმწიფოების წარმომადგენელი მიიღებს.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება, თუ როგორ აღუდგნენ წინ ისლამისტთა რიგების უცხოელი "ბოევიკებით" შევსებას, სამხედრო კამპანია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მისი დაფინანსების წყაროებთან ბრძოლა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის გზები.

18-01-2015, 12:30
უკან დაბრუნება