15 ქვეყანას შორის, სადაც ყველაზე დაბალი საარსებო მინიმუმი მოქმედებს, საქართველო მეცამეტე ადგილს იკავებს. კვლევას "ბიზნეს ინსაიდერი" აქვეყნებს.
ყველაზე მაღალი საარსებო მინიმუმი შვეიცარიაშია.
ამ ინდექსით საქართველო ინდონეზიას, ბანგლადეშს, სირიასა და მაკედონიას უსწრებს. ბოლო ორ ადგილს კი ფილიპინები და მაროკო იკავებენ.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი ქვეყნებში სურსათის, ტრანსპორტის, კვების ობიექტებისა და კომუნალური გადასახადების ოდენობით დგინდება. ის მომხმარებლის მიერ შეძენლი პროდუქციისა და საერთო ღირებულების მაჩვენებელია.