ბიზნესმენი ლევან ვასაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში რამდენიმე აქტუალურ საკითხს მიმოიხილავს და ამბობს, რომ მხოლოდ ევროინტეგრაცია ვერ იქნება ქვეყნის იდეოლოგია. საგარეო და საშინაო პრობლემების გარდა ვასაძე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს აკრიტიკებს. ვასაძე ამბობს, რომ ნანუაშვილი საქმის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს.
"გამოდის არასამთავრობო სექტორის პირმშო, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და იმის მაგივრად, რომ 330 ათასი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანისა და 10 ათასი გაწეწილი ბიზნესის ხელებდაკაპიწებული დამცველი იყოს, რაღაც სისულელეებს იძახის – საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ჩაგრავენო. ეტყობა, ეს ადამიანი არასწორად უცქერს საქართველოს. შე კაი კაცო, ეგ რომ მართლა ასე იყოს, შენ ვინ აგირჩევდა ასეთ ქსენოფობიურ ქვეყანაში სახალხო დამცველად?"-ამბობს ვასაძე ინტერვიუში.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"