მოწოდებების კრიმინალიზება -საკმაოდ გაუგებარი ტერმინია. სულერთია, ეს მოწოდება რას ემსახურება. ასე შეაფასა მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით დასჯადი ხდება.
"მოწოდებების კრიმინალიზება - ეს საკმაოდ გაუგებარი ტერმინია. სულერთია, ეს მოწოდება რას ემსახურება. მით უმეტეს, იქ არის ისეთი ჩანართები, როგორიცაა მტრობა, ერთიანობის ხელყოფა და ა.შ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება",-აცხადებს ქორიძე.