უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აპროტესტებს სომხეთის მოთხოვნას 450 ქართულ მართლადიდებლური ეკლესიაზე და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი დახმარებისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "პირველი შემთხვევა არაა როდესაც სომხური მხარე უსაფუძვლოდ, ისტორიული ფაქტების დამახინჯებით და მეცნიერული დასკვნების საწინააღმდეგოდ ქართული მართლადიდებლური ეკლესიების მიტაცებას ცდილობს რისთვისაც საქართველოს მისამართით წამოწევს დაუსაბუთებელ და აბსურდულ და ისტორიულ წყაროებთან სრულიად შეუსაბამო პრეტენზიებს, განსაკუთრებით აქტიურობენ ზოგიერთი სომეხი "ისტორიკოსი" რაც ამ სახის არაკეთილმეზობლური დამოკიდებულება პერიოდულად იჩენს თავს. სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ბეჭდური სახით რითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანოთ პიროვნებები, ასევე ამ ბოლო დროს მედიით გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა.რომ თურმე სომხური მხარეს ჯერ საქართველოში მდებარე 5 ეკლესიაზე ჰქონდა პრეტენზია, რომელიც მოკლე პერიოდში 450 ეკლესიამდე გაიზარდა. ვინმე სამველ კარაპეტიანმა გამოსცა წიგნი, სადაც ეწერა, რომ საქართველოში მდებარე 653 ეკლესია არის სომხური. ეს წიგნი 1995 წელს რუსულ ენაზე გამოიცა და რამდენიმე წლის წინ კი იგი ინგლისურად ითარგმნა. სადავო ეკლესიების თემა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა რუსულმა ინტერნეტ–გამოცემამ. გამოცემის ცნობით საქართველოში სომხური ეპარქიის წინაძღვარმა ვაზგენ მირზახანიანმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს. გათვითცნობიერებული აქვს რა სომხურ ეპარქიას, რომ საერთაშორისო საეკლესიო ინსტანციებში დავა ამ თემაზე უპერსპექტივოა. აქვე ცნობილი ხდება, რომ სომხური მხარე გეგმავს ეს საკითხი გადაიტანოს კულტურული მემკვიდრეობის დავის სიბრტყეში და ამ თემაზე იუნესკოს მიმართოს. როგროც ჩანს ამ დავის მოცემული სცენარით გაგრძელება მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება სწორი და დროული რეაგირება განახორციელოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველო–სომხეთის ურთიერთობაში სადავო ეკლესიების თემა ყოველთვის იყო. ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს სომეხთა პატრიარქი გარიგინ მეორე ეწვია. მან საქართველოს პატრიარქს სომხური ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭება მოსთხოვა. ამავე დროს გარიგინ მეორე სადავო ეკლესიების გადაცემას მოითხოვდა. საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა ამის პირობა მისცა, რომ საქართველოში სომხური ეკლესია იმავე სტატუს მიიღებდა, რა სტატუსსაც ეჩმიაძინი სომხეთში ქართულ ეკლესიას მიანიჭებდა. საქარველოს პატრიარქის ილია მეორე სადავო ეკლესიებზეც ისაუბრა და სომხურ მხარესაც მოსთხოვა სადავო ეკლესიების გადაცემა. ეს შეთავაზება გარიგინ მეორეს არ მოეწონა, რის გამოც სავარაუდოდ ამ თემაზე დროებით საუბარი შენელდა და ამ დღეებში კვლავ ახალი მოთხოვნები იქნა სომხური მხარის წალმომადგენლები მხრიდან დაყენებული. უნდა საგანგებოდდ აღინიშნოს, რომ ამ თემაზე არსებობს ქართველ მეცნიერთა არაერთი ფუნდამენტური კვლევა და საფუძვლიანი დასაბუთება, რომლითაც დასტურდება სადავო ეკლესიების ქართული წარმომავლობა. ყველა კავალიფიციური კვლევა დასაბუთებულად ადასტურებს სომხური მხარის პრეტენზიების სრულ უსაფუძლობას და აბსურდულობას. როგორც ჩანს სწორედ ეს კვლევები წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ სომხური მხარე რატომღაც თავს არიდებს ქართულ მხარესთან ერთობლივი კომისიების შექმნას და ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის იუნესკოს შეცდომაში შეყვანით მიაწიოს საწადელს. ამდენად, ამ გადაედებელ აუცილებლობას წარმოადგენს დიპლომატიურ ჭრილში საქართველოს აქტიურობის გააქტიურება, რათა ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ შორის იუნესკო ფლობდეს მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციას სადავო ეკლესიების ქართული წარმომადვლობის თაობაზე. ამ მხრივ ქართულ ხელისუფლებას და პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს განსაკუთრებული პასუხისხმგებლობა ეკისრება. სომხური მხარის პრეტენზიების მოსმენისას უნებურად გვახსენდება ილია ჭავჭავაძის "ქვათა ღაღადი" და გვიჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ არ მთავრდება საუკუნეების მანძილზე სომხური მხარის უსაფუძვლო და უკანონო მცდელობები ქართული ისტორიული, მართლმადიდებლური ეკლესიების მიტაცებისათვის. ამ ქართული ეკლესიების დაცვა არი მთელი ქართული საზოგადოების ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე", – ნათქვამია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ ანცხადებაში.