ივერიონი / ნიკოლოზ მჟავანაძე: 2015 წელი "ნაციონალების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წელი იქნება!

ნიკოლოზ მჟავანაძე: 2015 წელი "ნაციონალების", "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წელი იქნება!

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის ხელში ჩასაგდებად "ნაციონალებმა", "რესპუბლიკელებიმა", ირაკლი ალასანიამ და გიორგი მარგველაშვილმა ერთობლივი "სპეცოპერაცია" წამოიწყეს.აღნიშნულზე მჟავანაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.

 

უფლებადამცველის აზრით, 2015 წელი "ნაციონალების", რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების"  ჩახუტების წელი იქნება.

"იმ შეხვედრაზე თავშეყრილ არასამთავრობოთა აბსოლუტურ უმრავლესობას თავის დროზე არცერთი კითხვა არ გასჩენია იმის შესახებ, რომ კოტე კუბლაშვილი იყო ნაცმოძრაობის შემქმნელი და რეჟიმის ერთ-ერთი ბურჯი, რომელმაც სასამართლო, ფაქტობრივად, მოკლა. დიახ, არც ჩვენ მიგვიწვიეს და არც "ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი. კოჟორიძემ ასეთი განმარტება გააკეთა - არსებობს კოალიცია "დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" და მხოლოდ მისი წევრები მოვიწვიეთო! მაინტერესებს, ვინ არის ეს კოალიცია "დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის"? მიიწვიეს ისინი, ვისაც მართავენ და აკონტროლებენ. ჩვენ არა ვართ იმ პოლიტიკის გამტარებლები, რა პოლიტიკასაც კოჭორიძე, გიგაური და ლომჯარია ატარებენ. იცით თუ არა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ეკა გიგაურმა ვადამდე  მიიღო კაპიტნობა?! დღეს გამოდის ეს ვანოს კაპიტანი და გველაპარაკება მორალსა და ადამიანის უფლებებზე! ნანა ხატისკაცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდა, გიგაურმა ორგანიზაციიდან მოიშორა. ფაქტი ერთია - რესპუბლიკელებს, ნაცმოძრაობასა და ირაკლი ალასანიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე თავიანთი კანდიდატურის გაყვანა სურთ. ამ საქმეში ჩართულია მათ მიერ მართული სამოქალაქო სექტორი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე შეაჩერებს ყურადღებას და განაცხადებს - "აი, ეს კანდიდატურა გვინდა!". გაიჟღერა გიორგი ჩხეიძის გვარ-სახელმა, რომელიც "საიას" თავმჯდომარე იყო და იგი ჩემი ინფორმაციით, ასევე დაკავშირებულია გიგა ბოკერიასთან...", - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

წყარო: "ასავალ-დასავალი"

19-01-2015, 18:01
უკან დაბრუნება