უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზღვარი ორმა რუსულმა ტაქტიკურმა ჯგუფმა გადაკვეთა. ძალოვანების მონაცემებით საზღვართან მობილიზებულია დიდძალი სამხედრო ტექნიკაც. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთით პრორუსი მებრძოლების მხრიდან 100-ზე მეტი შეტევა განხორციელდა.
დონეცკის აეროპორტს უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ინტენსიური საპასუხო იერიშის შედეგად სეპარატისტებმა უკან დაიხიეს და არმიის პოზიციებზე ქალაქის დასახლებული რაიონებიდან განაგრძობენ შეტევებს.
უკრაინის ხელისუფლება აქტიურობს დიპლომატიურ ფრონტზეც. ოფიციალური კიევი ევროკავშირისგან ეკონომიკური სანქციები გამკაცრებას ითხოვს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ სანქციების შემსუბუქებას ისინი არ აპირებენ.
ოფიციალური კიევი მზადყოფნას გამოთქვამს მინსკის შეთანხმების გრაფიკზე ხელის მოსაწერად. განცხადება ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
უახლოეს დღეებში კიევში ამერიკის სახმელეთო ჯარების უმაღლესი სარდლობა გეგმავს ჩასვლას. ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.