სომხეთში მომხდარმა ფაქტმა, რა დროსაც რუსმა სამხედრო მოსამსახურემ მთელი ოჯახი ამოწყვიტა, ხალხის აღშფოთება გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა ოჯახის ცოცხლად დარჩენილი ბოლო წევრის, 6 თვის სერჟიკ ავეტისიანის გარდაცვალებამ. ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრიში დამატებითი ძალები შეიყვანა.
ძალების მობილიზება ხდება. ამის შესახებ ინფორმციას სხვადასხვა მედია საშუალებები, სომხეთის ძალოვან უწყებებში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.