ივერიონი / საქმის "მთითხნავი" პროკურორები და უიმედოდ დარჩენილი ეკა ბესელია

საქმის "მთითხნავი" პროკურორები და უიმედოდ დარჩენილი ეკა ბესელია

ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას და გაბრწყინებულ საქართველოს პირდებოდა, როგორც აღმოჩნდა, თავად არიან უსამართლობის მსხვერპლიც და სამართლიანობის აღდგენის უიმედოდ მომლოდინეც. უსამართლობის მსხვერპლი კი არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

ეკა ბესელიაა, რომელიც როგორც თავად ამბობს, სამართლიანობის ზეიმს მოთმინებით ელოდება. 

"ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეკა ბესელია ამბობს, რომ ის პროკურორები რომლებმაც მისი ძმისა და შვილის საქმეები "შეთითხნა " დღესაც პროკურატურაში მუშაობენ.

" ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი და ძმა სააკაშვილსა და მერაბიშვილს მძევლებად ჰყავდათ აყვანილი და პოლიტიკური საქმე შეუთითხნეს. ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად ჩემი ოჯახის წევრების უკანონო განაჩენი დღესაც ძალაშია, ხოლო პროკურორი , რომელმაც სააკაშვილ-ადეიშვილის დავალებით ჩემს შვილსა და ძმას პოლიტიკური საქმე შეუთითხნა, დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობს. დიახ, როცა ათასობით ადამიანი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, მე მერიდება, რომ ჩემი ოჯახის წევრების რეაბილიტაცია დავაყენო დღის წესრიგში", - აცხადებს ბესელია ასავალ-დასავალთან საუბარში

 

20-01-2015, 01:34
უკან დაბრუნება