საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ტერორიზმი თანამედროვე სამყაროს უდიდესი საფრთხეა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ.
"სულისშემძვრელი ტრაგედიაა და ჩვენი სოლიდარობა ფრანგ ხალხს. ეს ტრაგედია შეგვეხო ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანი, მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება.
თანამედროვე სამყაროს უდიდესი საფრთხეა ტერორიზმი. მისი გამართლება რაიმე მიზეზით დაუშვებელი და წარმოუდგენელია. ეს საფრთხეა ყველასთვის და ამის გაცნობიერება გვავალდებულებს საერთო ძალისხმევის მიმართვას ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ.
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთაგან ეს ერთ ერთი უმძიმესია.გულგრილი ვერ დარჩები ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს განუყოფელ სივრცეში ხარ."- აღნიშნავს ბესელია.