საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა "ქრონიკასთან" საუბარში მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე განცხადება გააკეთა. კრემლისთვის ცხინვალი არ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ წარმონაქმს, ეს არის კრემლის სამხედრო ბაზებისთვის განკუთვნილი ტერიტორია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც ველოდებოდით აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ რუსეთი ცხინვალთან უფრო შორს წავიდოდა და მის შეერთებას შეეცდებოდა, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულებით ეს არ ჩანს. მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. შეიძლება ეს იყოს ე.წ. "უტკა" ანუ ქვემდან ზემოთ წამოსული ინიციატივის რეალიზება. კრემლისთვის ცხინვალი არ წარმოადგენს რაიმე პოლიტიკურ წარმონაქმს, ეს არის კრემლის სამხედრო ბაზებისთვის განკუთვნილი ტერიტორია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ."- განაცხადა "ქრონიკასთან" ირაკლი სესიაშვილმა.