მიხეილ ხოდორკოვსკი რუსეთის ფედერაციიდან ჩრდილოეთ კავკასიის გამოყოფის საკითხზე "ნოვოე ვრემიასთან" ინტერვიუში საუბრობს. "ომი მუღებელია, მაგრამ თუ არჩევანი ჩრდილო კავკასიის რუსეთისგან გამოყოფასა და ომს შორის დადგება, ომს ავირჩევ", აცხადებს ხოდორკოვსკი.
"ომი ძალიან მიუღებელ რამედ მიმაჩნია, მაგრამ თუკი არჩევანი ჩრდილო კავკასიის რუსეთისაგან გამოყოფასა და ომს შორის დადგება, მაშინ მე ომს ავირჩევ. ვიმეორებ, მე ომს ავირჩევ. ჩვენ, რუსები, ევროპული განვითარების დონეზე არ ვიმყოფებით და ჩეხოსლოვაკიის ორ სახელმწიფოდ გაყოფის მაგალითი ჩვენთვის მოდელი ვერ იქნება. ჩვენთან ნამდვილი, სისხლიანი ომი გაჩაღდება და თუკი პირადად მე მკითხავთ კონკრეტულად, წავიდოდი თუ არა ამ ომში, გიპასუხებდით, რომ მე წავიდოდი, რადგან ჩრდილოეთ კავკასია ჩვენი ბრძოლით მოპოვებული მიწა-წყალია", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.