ივერიონი / ხელფასის მოთხოვნით მორიგი საპროტესტი აქციები იწყება

ხელფასის მოთხოვნით მორიგი საპროტესტი აქციები იწყება

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის ათას 200 თანამშრომელი კუთვნილ ხელფასსა და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით მათ ქარხნის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, ამ წუთებში კი აქციის მონაწილეების წარმომადგენლები ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. 

 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 ივნისის შემდეგ მათთვის ხელფასები აღარ გადაუხდიათ. მათი თქმით ისინი ოფიციალურად სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა არც მუშაობის საშუალებას აძლევენ. 5 იანვარს ისინი სამსახურში უნდა გასულიყვნენ, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ  განუმარტა, რომ ქარხანა არ მუშაობს და შესაბამისად, ისინი სამსახურებში ვერ დაბრუნდებოდნენ.

20-01-2015, 12:10
უკან დაბრუნება