"ყოფილი ხელისუფლების პირობებში საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პრეტენზიების გამოთქმის ეშინოდა, ახლა კი "გაყოყოჩდნენ და თავიანთ პრეტენზიებს წამდაუწუმ გამოთქვამენ", აღნიშნულ კომენტარს ქართველი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"FB-მეგობრებში ისეთებიც მყავს, ვისაც მიშა არ მოსწონდათ, მაგრამ ეშინოდათ და აუგს ძვირად თუ ათქმევინებდი. ახლა კი გაყოყოჩდნენ და თავიანთ პრეტენზიებს (უმეტეს შემთხვევაში დამსახურებულს) წამდაწუმ გამოთქვამენ. ის მაინც მიაწერეთ, რომ მიშა უარესი იყო და მაშინ შიშით ვერ ვწერდით-თქო, თორემ მიშისტები მგონიხართ და მეშინია, როგორ მომრავლდით.
ისე, ვცდილობ, არავინ არ წავშალო ფრენდებიდან, მიშისტების თავში და გულში რა ტრიალებს, ხომ უნდა იცოდე. ხანდახან სასიამოვნოც არის, როგორ წვალობენ და ამახინჯებენ რეალობას", - წერს ხალვაში.