შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია განმარტავს, რომ რისკი იმისა რომ სიტვის თავისუფლება შეიზღუდება არ არსებობს. იზორიას თქმით, მიზანი მხოლოდ ერთადერთია, საზოგადეობაში მშვიდობის უზრუნველყოფა.
"ყოველგვარ ასეთ მსგავს რისკებს გამოვრიცხავ და რატომ, იმიტომ, რომ ის მუხლი ეხება იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია მოწინავე ევროპულ ქვეყნებში და ძირითადად მისი მიზანი არის ის, რომ იყოს საზოგადოებაში მშვიდობა უზრუნველყოფილი, არ იყოს რელიგიურ ნიადაგზე შუღლი გაღვივებული და ლაპარაკია ძირითადად ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე, რომლებმაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს.
აქედან გამომდინარე არავითარი რისკის შემცველი, იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მით უფრო, მასმედიის თავისუფლება შეიზღუდება, არ არსებობს, ეს გამორიცხულია. კატეგორიულად ვამბობ, რომ მიზანი არის ერთადერთი, როგორც სიტყვის გამოხატვისა, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ანუ საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბალანსის მოძებნა არის დასავლეთის მთავარი პრიორიტეტი, დასავლური ცივილიზაციის, დასავლური ცივილიზაცია არ ამბობს ცალსახად, რომ იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ერთი უფლება სუბიექტის, მათ შორის, სიტყვის გამოხატვის უფლება, დასავლეთი ამბობს მეორე სიკეთეზე, ეს არის უსაფრთხოების, მშვიდობის სიკეთე და აი ამ ბალანსის მოძებნა არის ყველა თაობის ამოცანა. მათ შორის, ეს უწყვეტი პროცესია, პროცესი არ ჩერდება. ამ პროცესის თანამონაწილენი ვართ ჩვენ, იმ გამოწვევებისა და იმ საფრთხეების ადეკვატურად, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, აქედან გამომდინარე ის ტონი, რომ რაღაც მით უფრო მასმედიისთვის საფრთხის შემცველია, ჩემთვის ყოვლად გასაკვირია, თუ ფორმულირებებში არსებობს გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობა, იმისთვის არსებობს საპარლამენტო განხილვებისა და დისკუსიის შესაძლებლობა, რომ ეს მომავალში განხილვას დაექვემდებაროს. ასე რომ, აი, ეს სულისკვეთება მინდა ცალსახად დავაფიქსირო", - განაცხადა ლევან იზორიამ.