ივერიონი / ია მეტრეველი: იური ვაზაგაშვილი მოკლეს

ია მეტრეველი: იური ვაზაგაშვილი მოკლეს

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი დარწმუნებულია, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს. ია მეტრეველი ამბობს, რომ ვაზაგაშვილს აფეთქება იმ ადამიანებმა მოუწყეს, ვის დასჯასაც ისინი წლებია ითხოვენ და დღემდე დაუსჯელები არიან.

 

"გამორიცხულია, რომ იური ვაზაგაშვილს თავი ამდენი ბრძოლის შემდეგ მოეკლა. ეს აფეთქება მოაწყეს იმ მკვლელებმა, რომლებიც დღემდე დაუსჯელები არიან და ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება მისი შვილის საქმეს. შემდეგი მსხვერპლი ამ მკვლელების ალბათ, მე ვიქნები", - განაცხადა ია მეტრეველმა. 

იური ვაზაგაშვილის ახლობლები ამ დროისთვის ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" არიან შეკრებილები. იური ვაზაგაშვილი საკუთარ სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. 

 

20-01-2015, 16:57
უკან დაბრუნება