საცოდავი ბიჭის, უდანაშაულო ბიჭის, მკვლელობის შემდეგ ვაზაგაშვილების ოჯახი ფაქტიურად დაიშალა!
აბა, რომელი დედა ან მამა დარჩებოდა სრულ ჭკუაზე, ღამე როგორ დაიძინებდა, ლუკმას როგორ ჩაიდებდა, როცა მისი შვილი „სამართლდამცავებმა“ ქუჩაში, გამიზნულად, შეგნებულად, არაფრის გულისთვის მოკლეს! იცით რატომ მოკლეს ის და კიდევ ბევრი სხვა, მთავარი ჯალათის, მიხეილ მტარვალის „ნულოვანი ტოლერანტობის პროექტი“ ხარისხიანად და მაღალ დონეზე რომ შეესრულებინათ!
ეს იყო საჩვენებელი დასჯა კრიმინალური სამყაროს დასაშინებლად!
პორტუგალიის დიქტატორმა სალაზარმა, ქურდობისთვის „ნულოვანი ტოლერანტობა“ გამოაცხადა. ნებისმიერი ქურდობისთვის სიკვდილით ისჯებოდა მომპარავი. „აქლემის თუ ძაფის“ ქურდი იყო, ამას მნიშვნელობა არ ქონდა! და იცით, „ნულოვანი ტოლერანტობის“ სალაზარისეულ პროექტს 500 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა! აარაფრის გულისთვის მოკლეს ზოგი ქუჩაში, ზოგი ბარში... ზოგიც „სარტირში“ ჩაცხრილეს!... ნამდვილმა ქურდებმა კი ქვეყნიდან გასასწრეს და მთელ ევროპას მოედვნენ. ამის შემდეგ პორტუგალიაში, მაღაზიებს ღამით არ კეტავდნენ... უბრალოდ მიხურავდნენ ხოლმე! რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავდა ქურდობას? ან ვინც ამის „ოსტატი“ გახლდათ, ყველა გაიკრიფა პორტუგალიიდან!
განა გვჭირდება უდანაშაულო ადამიანების სისხლის ფასად კრიმინალის აღმოფხვრა? მთლიანად ამოწყდა გირგვლიანების ოჯახი... ახლა კიდევ ვაზაგაშვილების ოჯახი მიემატა!...
გახმაურებული მკვლელობები რომ იყო იმიტომ გავიგეთ, თორემ გაუხმაურებლად, ვინ იცის, რამდენი ოჯახი მოაშთო მტარვალი სააკაშვილის „ნულოვანმა“ ტოლერანტობამ?
ბატონო პრემიერო, ბატონო ირაკლი!
„ქართული ოცნების მოსვლით“ ვფიქრობდით რომ სამართლიანობა, კანონიერება აღსდგებოდა, ნაძირალები კი ძვრლებურად, ნაცნობი ხელწერით აგრძელებენ ერის, საზოგადოების მორალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს!
ნუთუ თავმოყვარეობის გრძნობამ არ შეგაწუხათ? ნუთუ დამშვიდებული მიბრძანდებით ხოლმე სამსახურიდან ოჯახში, იცმევთ „ფოსტლებს“ და ოჯახური იდილიით ნეტარებას ეძლევით?...
ან თქვენ,ბატონო პრეზიდენტო,როგორ უძლებს თქვენი ცნობიერება და ფსიქიკა ამდენ დამცირებას? თქვენ კი, მუდამ მშვიდი ჰაბითუსით,როგორ ცხოვრობთ, პარლამენტის ბატონო თავმჯდომარევ? როგორ ბატონებო, როგორ ახერხებთ?