ზაზა ხატიაშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელი ხელისუფლებამ დააწინაურა.
"დღეს მოხდა საზარელი ტრაგედია მოკლეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საყვარელი პიროვნება ბატონი იური ვაზაგაშვილი , კაცი რომელმაც თავისი ბრძოლით უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დიდი როლი ითამაშა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში, მაგრამ ბიძინას ხელისუფლებიდან ვერ ეღირსა მისი შვილის მკვლელების დასჯას , პირიქით ზურა ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელები ახალმა ხელისუფლებამ სამსახურებრივად დააწინაურა . ვის უნდა დაესაჯა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელები იმ პროკურორებს რომლებმაც გააყალბეს სისხლის სამართლის საქმის მასალები ? ვინ უნდა გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმათ ვინც გააყალბა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის მასალები ? მე ვარ ავტორი სტრასბურგში , ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრისა , სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის რანგში როდესაც შეისწავლა სისხლის სამართლის საქმე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა შეაფასა როგორც სახალხო დახვრეტა. ახალ ხელისუფლებას ელემენტარულად ,რომ ჩაეხედა სისხლის სამართლის საქმეში დარწმუნდებოდა სიყალბეთა კორიანტელში , პროკურორმა კ.ნიქაცაძემ 2007 წლის 20 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის საქე შეწყვიტა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე და მიუთითა , რომ ზურა ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის ბოძზე შეჯახების შემდეგ შეწყდა სროლები მანქანის მიმართულებით ,მაშინ როდესაც , თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო მტკიცებულებებით დგინდებოდა საპირისპირო . დღს პროკურორი ნიქაცაძე ისევ პროკურორია, ვინმეს იგი , რომ მიეცა პასუხისგებაში თანამდებობის უფლებამისილების ბოროტად გამოყენების გამო იგი აჭიკჭიკდებოდა და სავარაუდო დამკვეთებს დაასახელებდა , რაც სავარაუდოდ ბიძინას ხელისუფლებას არ აწყობდა. შეიძლება დღევანდნელი ხელისუფლების პირველი პირები სამძიმარზეც კი მივიდნენ პოლიტიკოსებს ხომ არაფრის არ რცხვენიათ. არავის არ უნდა სიმართლის მოსმენა სიმართლე კი ერთია, მოკლეს დიდი ქართველი , რომელიც შეიწირა სააკაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლებამ, ნათლში იყოს მისი სული"- წერს ზაზა ხატიაშვილი.