აი ეს ქალბატონი, მდელოზე რომ დაბრძანებულა და ფოტოობიექტივის წინ პოზირებს, როგორც მისი „ფეისსივისგან“ ირკვევა, ისრაელში ცხოვრობს. მას არ მოეწონა საინფორმაციო სააგენტო „ივერიოში“ გამოქვეყნებული მასალა, სადაც თქვენი მონა მორჩილი სააკაშვილს მტარვალს უწოდებს...
ჯერ ამ „გულმოსული ქალბატონის“ კომენტარს შემოგთავაზებთ და მერე მე გავაკეთებ ჩემეულ კომენტარს „იმპორტულ“ კომენტარზე:
------
Sofi Moshi :
შე არა კაცო! შე თახსირო არარაობა (სტილი დაცულია!თ.ჭ) მალე გადაშენდებით უვარგისებო და მერე მიშას ფეხებთან დაიწყებთ ფორთხვას. ზუსტადაც რომ ოცნების და რუსული ხელწერაა შვილის საფლავზე კაცის აფეთქება!
------
რას მერჩი ისრაელიადან ქალბატონო Sofi Moshi? ტყუილში გამომიჭირე, მამხილე და საქვეყნოდ გსურთ თავი მომჭრათ, თუ ამ კომენტარით (პროვოკაციის სუნი რომ დაკრავს) ქართველებსა და ებრაელებს შორის „ჩორტის“ ჩამოგდებას ლამობთ?...
არ გამოგივათ! ქართველები და ებრაელები 2000 წელია ვმეგობრობთ და ყველაზე კომფორტულად საქართველოში გრძნობენ თავს თქვენი ეროვნების ადამიანები! ჰკითხეთ ნებისმიერ ებრაელს, ჩემი თუ არ გჯერათ!
ვერ გავიგე, რამ შეგაყვარათ ასე, „მიხეილ მტარვალი“? საქართველო გეოგრაფიულად საკმაოდ დაშორებულია ისრაელს და „გაფუჭებული ტელეფონისა“ არ იყოს, ვიდრე სიმართლე თქვენამდე ჩამოაღწევს, ალბათ უამრავჯერ განიცდის ტრანსფორმაციას, მითუმეტეს, თქვენი ფავორიტი, ქართველებისთვის კი „მიხეილ მტარვალი“ ცრუ პიარის მეფე და დიდოსატატია, თქვენისთანა ფაფუკი და ფუმფულა ქალბატონი კი არა, თითქმის მთელი მსოფლიო შეიყვანა შეცდომაში - უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები კორუმპირებციულ მაქინაციებში გარია და გასვარა, იმიტომ არის ასე თავგამოდებით რომ იცავენ საქართველოს და ქართველთ მოძულე მტარვალს ზოგიერთი სენატორები და ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების, „წონიანი“ ჩინოვნიკები!
რა გინდათ ამ რეპლიკით რომ თქვათ? მიშა კარგია და მთელი საქართველო გადაეკიდა ამ საცოდავ ნაპრეზიდენტალ ნაბუშარს? მაგისი „ზუბი“ გვაქვს და თავი გვინდა მოვჭრათ საერთაშორისო მასშტაბით?
არა ქალბატონო SOFI MOHII!
„ეგრე არ არის შენ რომ გგონია ერბო ქონოა - ერბო ერბოა, ქონი ქონია“! არ იფიქროთ „შენობით“ მოგმართეთ, უბრალოდ ქართული ანდაზა გამოვიყენე.
მიშა სააკაშვილი თავდაპირველად ყველას გვიყვარდა - ვიფიქრეთ, გვეშველა, მოგვევლინა მხსნელი და ეს „მზეჭაბუკი“ გამოგვიყვანს შევარდნაძის წყვდიადიდან!
ასე გვეგონა, ვიდრე დიქტატორი სალაზარივით ,,ნულოვანი ტოლერენტობა,, არ გამოაცხადა და საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაციები არ ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალური სამყაროს დასაშინებლად!
როგორც მაშინ, პორტუგალიაში, დიქტატორ სალაზარის რეჟიმის დროს! ამ „ნულოვან ტოლერანტობას“ უამრავი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა! არაფრის გულისთვის დახოცეს დარჩეული ბიჭები, მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ რომ ქონდათ და ზოგს ქალის კოცნაც კი არ ეგემა! თვითონ მოიჭრა თავი თქვენმა კერპმა, ჩვენთვის კი „მიხეილ მტარვალმა“! თვითონ დათესა სიძულვილი ადამინების გულებში 26 მაისით 7 ნოემბრით, წართმეული ბიზნესებით, დანგრეული სახლებით, გაპარტახებული და გავერანებული სოფლის მეურნეობით და მილიარდობით ვალებით!
აბა რისთვის უნდა გვიყვარდეს ეს კაცი, გეკითხებით, ქალბატონო „ფინთიკოზა“?
თქვენ თუ ასე გიყვართ, მიიწვიეთ საკუთარ სახლში, მოეფერეთ, ჩაიხუტეთ და გნებავთ „წინდაცვეთა გაუკეთეთ“ ან არაბული სამოსი ჩააცვით, ეგ უკვე გემოვნების და სურვილის ამბავია!
თამაზ ჭეიშვილი